გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავება მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია გიორგი მალანია.
გიგა ავალიანის საქმეზე, სხვადასხვა ეპიზოდზე ამ დროისთვის ხუთი პირია დამნაშავედ ცნობილი და მათ სხვადასხვა სასჯელი აქვთ შეფარდებული.