გიედრიუს პუოჯუნასი - გვჯერა, რომ ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, იპოვნიან გზას რთული ვითარებიდან გამოსასვლელად
გიედრიუს პუოჯუნასი - გვჯერა, რომ ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, იპოვნიან გზას რთული ვითარებიდან გამოსასვლელად

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რაც მოხდა მოხდა, სამწუხაროა, მაგრამ გვჯერა, რომ ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, იპოვნიან გზას ამ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვას ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა.

როგორც გიედრიუს პუოჯუნასმა აღნიშნა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია

„ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა გააკეთეს განცხადება მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ჩავარდა პარლამენტში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ პროცესებს, მათ შორის, გასულ შაბათს მმართველი გუნდის ოპოზიციასთან შეხვედრას, რასაც ჩვენ მივესალმეთ. ზოგადად ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აქვს ფართო მხარდაჭერა პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო სექტორში და სამოქალაქო საზოგადოებაში. რაც მოხდა, სამწუხაროა, მაგრამ გვჯერა, რომ ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, იპოვნიან გზას ამ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა გიედრიუს პუოჯუნასმა.

დატოვე კომენტარი