გიდეონ საარი – სირიაში ძალიან საშიშია უმცირესობების წევრობა, ეს ბოლო ექვს თვეში არაერთხელ დადასტურდა, საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა, ერთა ოჯახში სირიის ხელახლა მიღება მათი დაცვით განაპირობოს

21:46, 19.07.2025
Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

სირიაში ძალიან საშიშია უმცირესობის – ქურთის, დრუზის, ალავიტის ან ქრისტიანის – წევრობა, ეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა სირიის ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას გამოსვლას, რომელმაც ყველა მხარეს მოუწოდა, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას გამოსვლა ჯიჰადისტი თავდამსხმელების მხარდაჭერის და მსხვერპლის დადანაშაულების დემონსტრირება იყო. ალ-შარაამ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებითა და ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებებით შეაზავა.

დასკვნა: ალ-შარაას სირიაში ძალიან საშიშია უმცირესობის – ქურთის, დრუზის, ალავიტის ან ქრისტიანის – წევრობა. ეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა. საერთაშორისო საზოგადოებას აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს სირიაში მყოფი უმცირესობების უსაფრთხოება და უფლებები და ერთა ოჯახში სირიის ხელახლა მიღება მათი დაცვით განაპირობოს“, – განაცხადა გიდეონ საარმა.

მსგავსი