გიდეონ საარი – ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას

13:42, 16.11.2025
Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ კენჭს უყრის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოვლისმომცველი გეგმის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ასევე ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პოტენციურ გზას.

საარმა აღნიშნა, რომ ისრაელი ამას არ დაუშვებს.

„ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ისრაელის მიწის გულში“, – განაცხადა საარმა.

მსგავსი