გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა[ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისა და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

გია ვოლსკი პასუხობდა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.

როგორც ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიამ ვოლსკის ეს განცხადება ადგილიდან გააპროტესტა მას უზრდელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი უწოდა – “მტყუანის დედა ვატირე, შე ცეკას ინსტრუქტირო“.

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა.