გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს
გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორი რა და როგორ იქნება, ამას საზოგადოებას ვერ უკარნახებს.

„დამაზიანებელი იმაში არაფერია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრო. თუ თავისი მხრიდან საუბრობს, რომ თავის გადაწყვეტილებას ნატო-ს სამიტის შემდეგ იტყვის, ეს თავისი საქმეა, მაგრამ გადაწყვეტილებას სამიტამდე გამოაცხადებს თუ მის შემდეგ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ეს აზრების ფრქვევას უფრო ჰგავს, ვიდრე საფუძვლიან მოსაზრებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო არ უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის, ეს არ იქნება კარგი”.