გია ვოლსკის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებს მთლიანად ვერ დააკომპლექტებს

14:21, 11.12.2019

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებს მთლიანად ვერ დააკომპლექტებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ქართული სასამართლო დამოუკიდებლობის იმ ხარისხს შეინარჩუნებს, რომელიც ყველა საერთაშორისო რეიტინგით უმაღლეს დონეზეა შეფასებული.

„ქართული საზოგადოება ალბათ ზუსტად გააანალიზებს ამ ყველაფრის ალტერნატივას. ეს არის ათასობით განუხილავი საქმე, სასამართლო სისტემის მოშლა და სტაბილურობის დანგრევა. ამ ორ ალტერნატივას შორის არჩევანი გაკეთდება ხვალ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი