გია ვოლსკი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ფარისევლობაა
გია ვოლსკი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ფარისევლობაა

ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ფარისევლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიან სასამართლოს ელოდებიან, რათა მისი ბრალეულობა ან უდანაშაულობა დამტკიცებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა“.

„თუნდაც, აჭარელი ბიჭები გავიხსენოთ, და არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი. სხვა უამრავი ადამიანი დაჩაგრეს, მათ ჯანმრთელობა და სიცოცხლე წაართვეს. უამრავი ადამიანია ნაწამები, ღირსებაშელახული, და ეს ადამიანები დაკავშირებული არიან იმ მმართველობასთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები უპირისპირდებიან თითოეულ იმ ოჯახს, რომლის კისერსა და პირად ისტორიაზე გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.