გია ვოლსკი - ზემოქმედებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და საკუთარი კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ
გია ვოლსკი - ზემოქმედებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და საკუთარი კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ

ბიზნესის ზემოქმედებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „თიბისი ბანკის“ საქმეზე კომენტარისას განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, თემის განხილვისას ხელისუფლება ცდილობდა, მაქსიმალურად დელიკატური ყოფილიყო.

„ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ რას ამბობს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ცდილობდა მაქსიმალურად დელიკატური ყოფილიყო, როდესაც ამ თემას იხილავდა.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება იმ ფარატინა ფურცლების შეფასებაზე, უნამუსო ბრალდებებზე და პოლიტიკურ განცხადებებზე გადაერთო. რეალურად, ის, რაც მოხდა, რაც ზედაპირზე დევს, პასუხგაუცემელი დარჩა.

მსხვილი ბიზნესისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საბანკო მანიპულაციები რას ნიშნავს, რომელსაც დიდი ალბათობით შეიძლება ადგილი ჰქონდეს. ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრის საქმიანობა აშკარად შესაძლო დანაშაულის, დიდი ფულის ბანკიდან გატანის და უკანონო მოხმარების გადასაფარად მიდის. ბიზნესმენებიც არ არიან არც ბრმები და არც ის ხალხი, ვინც ანალიზი არ შეიძლება გააკეთოს. მათი პოზიცია ამით არის განპირობებული და არა იმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რას იტყვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.