გია ვოლსკი – ვიტალი შკლიაროვის განცხადება დასტურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები არ აინტერესებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის განცხადება დასტურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები არ აინტერესებს.
ვოლსკის თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადა, იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც პიარტექნოლოგის განცხადებაშია ნათქვამი.
„უნდა იყოს დაპირისპირება, რაც შესაძლოა, მათი აზრით, ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრუნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა მხოლოდ მუქარაში არ გამოიხატება, რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში იყენებენ. არაადეკვატური „ნაციონალური მოძრაობის“ პიარტექნოლოგები ომით გვემუქრებიან და არ იცი, რას გააკეთებენ და რას დააპირებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.