გია ვოლსკი - ვინმეს თუ სანქციები უნდა დაწესებოდა, უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა სასტიკად მართეს და მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს
გია ვოლსკი - ვინმეს თუ სანქციები უნდა დაწესებოდა, უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა სასტიკად მართეს და მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს

ვინმეს თუ სანქციები უნდა დაწესებოდა, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ქვეყანა სასტიკად მართეს და მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ვრცელი სია არსებობს იმ აქტივობებისა, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესების დაზიანებას ითვალისწინებს.

„ვინმეს თუ სანქციები უნდა დაწესებოდა, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ქვეყანა სასტიკად მართეს და მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, განსაკუთრებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს მსოფლიო პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ სტაბილურობის ფორმატში არ არის განხილული კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს პოლიტიკურად დაპირისპირებული პირების მიმართ სანქციების შემოღება ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, კარგია, რომ ოპოზიციის წევრები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს დაზიანება არ უნდათ, თუმცა 2012 წლიდან მოყოლებული ვრცელი სია არსებობს იმ აქტივობებისა, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესების დაზიანებას ითვალისწინებს. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, როცა ვატყობთ, რომ შეთანხმებამ მოიტანა არა კონსენსუსი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, არამედ კომფრონტაცია მეტად გააძლიერა, პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა გამოყენებული იყო ახალი სკანდალური თემების აგორებისთვის და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სწორედ იმაშია საზოგადოების ინტერესი, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში ვიმუშაოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი