გია ვოლსკი - ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის
გია ვოლსკი - ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის

თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ “ფრონტერას” წარმომადგენლობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, “ფრონტერას“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის. რეალურად, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ. ეს არის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელზეც ისინი ოპერირებენ. ათჯერ მეტი ტერიტორია იყო, სადაც არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა და ხელშეკრულება არაერთგზის შეიცვალა ოცი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ “ფრონტერას” წარმომადგენლობაა. “ფრონტერას” ლობისტურ საქმიანობაში 240 000 დოლარი აქვს დახარჯული, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და გარკვეული ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტულად, “ფრონტერას“ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული კონგრესმენების ჯგუფთან ურთიერთობებს. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული არ აქვთ. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს იმ მხარემაც, რომელიც შესაბამისი ვერდიქტის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, რაც საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.