გია ვოლსკი - ვახტანგ კიკაბიძეს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასა და სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - ვახტანგ კიკაბიძეს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასა და სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით

ვახტანგ კიკაბიძეს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასა და სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მან თავისი შემოქმედებითი კარიერის პერიოდში იმდენად ბევრი სიკეთე დათესა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას ის გადაცდომა შეუნახა, რასაც სადიზმის მხარდაჭერა ჰქვია. არ მგონია, რომ ბუბა კიკაბიძისთვის, საყვარელი მსახიობისთვის ეს განცხადება და აქტიური გამოსვლა იმ რეჟიმის მხარდაჭერად, რომელიც ხასიათდება, როგორც უხეში დამრღვევი ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ა.შ. მის ღირსებას დააკნინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია.