გია ვოლსკი - უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ ხალხის დროს არ მომხდარა, ვინც დღეს ამის თაობაზე ხმამაღლა გაჰყვირის
გია ვოლსკი - უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ ხალხის დროს არ მომხდარა, ვინც დღეს ამის თაობაზე ხმამაღლა გაჰყვირის

უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ ხალხის დროს არ მომხდარა, ვინც დღეს ამის თაობაზე ხმამაღლა გაჰყვირის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ იმ საკითხის ინგორი მოახდინა, რომ პარტნიორებთან საჭიროა მუშაობა, რათა საქართველოს მოქალაქეებ“ ევროპაში ლეგალური დასაქმების საშუალება ჰქონდეთ.

„ოპოზიციამ იგნორი გაუკეთა იმ საკითხს, რომ ჩვენს პარტნიორებთან სამუშაოა, რათა ლეგალური დასაქმების საშუალება იყოს. პირველი ნაბიჯები ვერ იქნება მასიური და ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება. ამას დიდი წინასწარი სამუშაოები სჭირდება. უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ ხალხის დროს არ მომხდარა, ვინც დღეს ხმამაღლა გაჰყვირის ამის თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია დღეს არის და საზოგადოება უვიზო მიმოსვლით ახლა სარგებლობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არსებობს. გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე თვალი არ დავხუჭოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი მოგზაურობს და მათ ნაწილს არასწორი ინფორმაცია აქვს, რომ იქ დარჩენა და მუშაობა შეუძლია.