გია ვოლსკი - უცვლელია შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტში, თუნდაც მწვავე პოლიტიკურ დებატებში
გია ვოლსკი - უცვლელია შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტში, თუნდაც მწვავე პოლიტიკურ დებატებში

მმართველი გუნდის წარმომადგენელის გია ვოლსკის განცხადებით, უცვლელია შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ყველა საკითხი პარლამენტში უნდა გადაწყდეს.

გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა, მოვიგონოთ 2009 წელი, ბაიდენი იყო თბილისში, პარლამენტში გამოვიდა და თქვა, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტში, თუნდაც მწვავე პოლიტიკურ დებატებში. ეს არის ის პოზიცია, რომელიც უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან პარტნიორს – საქართველოს, რომელმაც ბოლო პერიოდში ახალ უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანა როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე დასავლურ სტრუქტირებში მისი ინტეგრაცია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ოპოზიციას მოუწოდეს, პარლამენტში შევიდნენ.