გია ვოლსკი - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა
გია ვოლსკი - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა

გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს.

„მეორე საკითხი, თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც სთქვა სააკაშვილმა! იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც… ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის“ ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა – უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ „უპრეცედენტო ერთსულოვნების“ დემონსტრირებას ახდენენ). და ისევ! როგორც ყოველთვის! კვლავ რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვისაა ძალები მობილიზებული – მის საზღვრებთან მდებარე საგანგებო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ სივრცეში, იქ, სადაც არ ემორჩილებიან, დესტაბილიზაცია უნდა სუფევდეს! და მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატო-სა თუ ევროკავშირისა და ეუთო-ს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების მიერ არჩევნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით – კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, – წერს გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი