გია ვოლსკი - უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა იყო იდეალიზებული, ხაბეიშვილები ამ პროცესების გაფართოებას, უფრო აგრესიულად განხორციელებას გულისხმობენ
გია ვოლსკი - უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა იყო იდეალიზებული, ხაბეიშვილები ამ პროცესების გაფართოებას, უფრო აგრესიულად განხორციელებას გულისხმობენ

შეტაკებებში ბევრი ადამიანი დაზიანდა, რისი ორგანიზებაც კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს. შემდეგ ამას მხარი ევროკავშირის ფონდებმა დაუჭირეს, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა იყო იდეალიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს წარსულში გამართული საპროტესტო აქციები არ იყო მშვიდობიანი.

„ისეთი მშვიდობიანი დამხობა წარმოუდგენიათ, როგორიც „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა, როცა მთავრობას ანასხლეტი გამოეყო, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს პარტია „მოქალაქეთა კავშირისგან“ წარმოიშვა. მაშინ სახელმწიფო შემაკავებელი არ არსებობდა და ქვეყანაში გადატრიალება მოხდა. იმ პროცესებს მთლად მშვიდობიანს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ფაქტია, რომ მშვიდობიან გადატრიალებაში ამას გულისხმობენ.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, არანაირი მშვიდობა არ იყო, რაც მოწყობილი იყო ფინანსური დახმარებით გარედან. იმ შეტაკებებში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაზიანდა, რისი ორგანიზებაც კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს. შემდეგ ამას მხარი ევროკავშირის გარკვეულმა ფონდებმა დაუჭირეს და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა იყო იდეალიზებული. ხაბეიშვილები ამ პროცესების გაფართოებას და უფრო აგრესიულად განხორციელებას გულისხმობენ, როცა დამხობაზე საუბრობენ“, – თქვა გია ვოლსკიმ.