გია ვოლსკი - თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ეს იქნება დამყარებული მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე
გია ვოლსკი - თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ეს იქნება დამყარებული მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებული და მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა არსებობს.

„არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას და ასევე პერსპექტივის ანალიზზე, რაც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი