გია ვოლსკი - თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს, ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია
გია ვოლსკი - თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს, ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს, ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია.

„აქ ზოგიერთი „ჟურნალისტი“ მეკითხება რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია მის „ნარატივს“ იმეორებს. საოცარია, რომ ხალხის უმეცრობის იმედი აქვთ და სულ ტყუილად. თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს, ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია. მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩახტომა თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს დღეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს ეს ნაცკლასტერია, მარტივია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აქ ზოგიერთი “ჟურნალისტი” მეკითხება რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია…

Posted by Giorgi Volski on ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021