გია ვოლსკი - ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კრიმინალის გარდა ძალიან მძიმე პროცესი ახლავს, რაც ადამიანურ საზღვრებს ცდება
გია ვოლსკი - ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კრიმინალის გარდა ძალიან მძიმე პროცესი ახლავს, რაც ადამიანურ საზღვრებს ცდება

პარლამენტის ვიცე-სიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კრიმინალის გარდა, ძალიან მძიმე პროცესი ახლავს, რაც ამორალურია და ადამიანურ საზღვრებს ცდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, არ უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დანაშაულს შეფარული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია იმისთვის, რომ იმ პოლიტიკას ბარიერები და პრობლემები შეექმნას, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს.

„ვფიქრობ, ადგილი ძალადობას ჰქონდა და იქითაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რადგან ეს ორდინალური მოვლენა არაა, ესაა ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რომელიც არც ოკუპანტს არ უნდა აწყობდეს და არც – დეფაქტო ადმინისტრაციას. ვითარება იქეთაც მძიმეა. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე საერთაშორისო ნორმას და ადამიანურობის იმ პრინციპს არღვევს, რაზეც თაობებია გაზრდილი”, – დასძინა ვოლსკიმ.