გია ვოლსკი - თამარ ჟვანიას მიმართ საკმაოდ დიდი ბულინგი იყო, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაშია
გია ვოლსკი - თამარ ჟვანიას მიმართ საკმაოდ დიდი ბულინგი იყო, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაშია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიმართ საკმაოდ დიდი ბულინგი განხორციელდა.

ვოლსკის თქმით, სინამდვილეში, თამარ ჟვანიას არ აქვს კავშირი იმ მცირე დარღვევებთანაც კი, რომლებიც საარჩევნო პროცესს ახასიათებდა.

„თამარ ჟვანიას მიმართ საკმაოდ დიდი ბულინგი იყო. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო იმ გაყალბებულ მონაცემებთან, რაც დაითვალა პარალელურმა დათვლამ და რაც გადათვლის შემდეგ ზუსტად დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს.

ეს ადამიანი არაფერ შუაშია თუნდაც იმ მცირე დარღვევებთან, რომლებიც საარჩევნო პროცესს ახასიათებდა. არც მის პროფესიულ დონეზე და არც მის ნეიტრალობაზე ეჭვი არავის ეპარება და არც ევროკავშირს ჰქონდა კითხვები. მით უმეტეს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს ვიცნობთ. თამარ ჟვანიას მიმართ ასეთი განცხადებებით მცდელობაა, თავისი განცხადების რაღაც უპირატესობა დაანახონ საზოგადოებას და საკუთარი პოზიციის პრინციპულობა გამოხატონ.

ამით ვერ ეწყობიან იმ სტანდარტს, რასაც ჰქვია კონსტრუქციული მსჯელობა. უსამართლობა იქნება თამარ ჟვანიას მიმართ ასეთი განცხადებები და არსებობს პოლიტიკური ეთიკა, რომელიც ნებისმიერ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს. თამარ ჟვანიას არასოდეს არაფერი არ დაუზიანებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.