გია ვოლსკი - თაკო ჩარკვიანის განცხადება ნორმიდან ამოვარდნილია, რა თანხებს შეიძლება სთავაზობდნენ ადამიანს, რომელსაც თავის სამოქმედო გეგმად დესტრუქცია გაუხდია
გია ვოლსკი - თაკო ჩარკვიანის განცხადება ნორმიდან ამოვარდნილია, რა თანხებს შეიძლება სთავაზობდნენ ადამიანს, რომელსაც თავის სამოქმედო გეგმად დესტრუქცია გაუხდია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, სადაც ის გარიგებებზე საუბრობს, ნორმიდან ამოვარდნილს უწოდებს.

მისი თქმით, ეს განცხადება ტაქტიკური სვლაა, რომ საინფორმაციო ველზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს.

„ვფიქრობ, ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი განცხადებაა. რა თანხებს შეიძლება სთავაზობდნენ ადამიანს, რომელსაც თავის სამოქმედო გეგმად დესტრუქცია გაუხდია. ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ იმიტომ არის გაკეთებული, რომ საინფორმაციო ველზე დამატებითი შეკითხვები გაჩნდეს. გარკვეული ტაქტიკური სვლაა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა: „კობახიძის ტიპები უკვე ოჯახებში დაძრწიან გადასაბირებლად“.