გია ვოლსკი - სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი
გია ვოლსკი - სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი, ჩვენი ისტორიის სერიოზული ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ არაადამიანური საქციელის ეპიზოდი შეგვახსენა.

„სტრასბურგის სასამართლომ არაადამიანური საქციელის ეპიზოდი შეგვახსენა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდებოდა?! ის აჭარელი ბიჭები რომ დახოცეს ქუჩაში, ისინიც დაუცველები არ იყვნენ?! იქ იგივე ახალაიას გვარი ფიგურირებს და იმ კანონებით რომ გვექმოქმედა, რომელიც თავად ჰქონდათ, ალბათ, ასეთი მცირე სასჯელით ვერც ერთი ვერ გადარჩებოდა. შეკრებითობით ათეულობით წლებს გაატარებდნენ ციხეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.

დატოვე კომენტარი