გია ვოლსკი - სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება და მანამდე საქართველოს მოგებული დავები მიუთითებს, რომ არასოდეს შეცვლილა ქვეყნის საგარეო კურსი და ოკუპანტის მიმართ დამოკიდებულება
გია ვოლსკი - სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება და მანამდე საქართველოს მოგებული დავები მიუთითებს, რომ არასოდეს შეცვლილა ქვეყნის საგარეო კურსი და ოკუპანტის მიმართ დამოკიდებულება

სტრასბურგის არა მხოლოდ ეს გადაწყვეტილება, არამედ მანამდე საქართველოს მოგებული დავები მიუთითებს, რომ არასოდეს შეცვლილა ქვეყნის საგარეო კურსი და რუსეთის, როგორც ოკუპანტის მიმართ დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნული კომენტარით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგეა, ვინც ამას ხალხს ავიწყებს და ინფორმაციას არ აძლევს. ასეთია ის ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს. „ქართულმა ოცნებამ“, სტრასბურგის სასამართლოს გარდა, ჰააგის სასამართლოც მოიგო. ეს მაშინ, როცა აქციის ორგანიზატორები არის ხალხი, რომელმაც განზრახ შეუქმნა საქართველოს ისეთი პირობა, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იუსტიციის სამინისტროში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა“.