გია ვოლსკი - შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ
გია ვოლსკი - შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ

შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ.

„დიდი სიამოვნება იმაში არ არის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ ეს სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები, მოქალაქეები, რა საკითხეც არ უნდა იყოს გამოკითხვა, შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც სრული პასუხი უნდა გასცეს ერთმაც და მეორემაც. როგორ განვითარდება, ეს არავინ იცის. წინასწარ ასე ხაზის გადასმაც არ მიმაჩნია სწორი, თუმცა სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხეს.