გია ვოლსკი - სერგეი შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის
გია ვოლსკი - სერგეი შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის

ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არასოდეს შევიცვლით,- ასეთ კომენტარს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის, სერგეი შამბას განცხადებაზე.

„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან.  ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება.

„ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ.  ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოლაპარაკების გარეშე არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა, მაგრამ ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

„დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.