გია ვოლსკი - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის ვადის გახანგრძლივების მიზანია, არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და, რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლე
გია ვოლსკი - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის ვადის გახანგრძლივების მიზანია, არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და, რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლივებაზე ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტარისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.

​„ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში კვლავ ურთულესი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენთან არ დამძიმდეს ვითარება. სხვას არაფერს არ გულისხმობს ეს საკანონმდებლო ცვლილება.

რაც შეეხება სპეკულაციები, თითქოს ეს რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული არა თუ არასწორია, არამედ უზნეობაა, რაღაც პოლიტიკური ინსინუაციაა, რომელსაც დასახელებაც არ აქვს.

საკითხი უკვე ინიცირებულია. ახლა საკომიტეტო განხილვაა საჭირო. ამას რასაკვირველია, სერიოზული განხილვა სჭირდება. არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიებიც წინააღმდეგი იყვნენ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.