გია ვოლსკი - დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრება პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის
გია ვოლსკი - დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრება პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ არავითარი ვნებათაღელვა არ გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია უსამართლოა. აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრება პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის.

ამასთან, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოს ექნება მხარდაჭერა და წევრობის კანდიდატი გახდება.

„დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ არავითარი ვნებათაღელვა არ გამოიწვია, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა, აბსოლუტურად შეუსაბამო მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ის წევრობის კანდიდატი გახდება. როცა უმრავლესობის წევრი საზოგადოების საყურადღებოდ საკუთარ აზრს აჟღერებს, ვალდებულია იყოს გულახდილი და საზოგადოების, საკუთარი ამომჩევლის გარკვეულ მოსაზრებებს იმეორებდეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობას არ ემუქრება, მას აქვს სტანდარტები და საქართველოც ამ სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ერთი მთავარი – ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსება, საზოგადოების ინტერესი. ყველაფერი პროცესია და ამ პროცესში მთვარი თემა უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ეროვნული ღირსება, უსაფრთოება და ევროკავშირის მხარდაჭერა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.