გია ვოლსკი - სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, სამოქალაქო საზოგადოებაში არ გამოიტანონ
გია ვოლსკი - სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, სამოქალაქო საზოგადოებაში არ გამოიტანონ

რაც უფრო ხშირად ვიტყვით, რომ საპატრიარქოში კრიზისია და ვაი-ვიშს ავტეხთ, უფრო მეტი წინაპირობა ექნება კრიზისს, ოპოზიციასაც ეს უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია და პატრიარქი ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯია.

„სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეკლესია და პატრიარქი არ არის მხოლოდ ის სათაყვანებელი, რაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი. სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომლებიც იწვევს დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობას, არ იყოს გადმოტანილი სამოქალაქო საზოგადოებაში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას ამის რესურსი გააჩნიათ და შეიძლება, ჩვენი ხმამაღალი განცხადებებით, ეს პათოსი დავაზიანოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.