გია ვოლსკი - საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა, ნებისმიერი, ვინც ამ პრინციპს უპირისპირდება, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე
გია ვოლსკი - საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა, ნებისმიერი, ვინც ამ პრინციპს უპირისპირდება, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკს მიაჩნია, რომ სოფელ ბუკნარში არავინ არ უნდა ეცადოს, დაძაბულ ვითარებაში ნავთი დაასხას ცეცხლზე, რომელიც უნდა ჩაქრეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან კონფესიების წარმომადგენლები.

„პროვოცირების ნიშნებიც არის და ეს ყველაფერი უსაფრთხოების ჭრილში უნდა იყოს განხილული. ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ შესანიშნავ ტრადიციებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსდევს. ქვეყანაში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. ამას გვასწავლის ქართული ეკლესია, მართლმადიდებლობა, ტრადიცია და პატრიარქი. ამ სწავლებას უნდა მივყვეთ. ნებისმიერი, ვინც უპირისპირდება ამ პრინციპებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.