გია ვოლსკი - საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ
გია ვოლსკი - საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ივლისის ბოლომდე დასახელება არ იგეგმება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მმართველი გუნდის კანდიდატების ვინაობის თაობაზე მედიაში იწერება, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

„საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ. ამ განცხადების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ აქამდე გამიზნული და დაგეგმილი არავის დასახელება არ არის. მედიაში პერიოდულად ადამიანების გვარები სახელდება და ვარაუდების გაზიარება ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – დასძინა ვოლსკიმ.