გია ვოლსკი - საპარლამენტო კომისია თუ დაადგენს, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, დაუყოვნებლივ დაინიშნება განმეორებითი არჩევნები
გია ვოლსკი - საპარლამენტო კომისია თუ დაადგენს, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, დაუყოვნებლივ დაინიშნება განმეორებითი არჩევნები

არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი და გადახრებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს არის დღეს ჩვენი პოზიცია, სავსებით ლოგიკურია და სამართლებრივად არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ეს იქნება შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, გადაწყვეტილების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. რაც შეეხება, სამართლებრივი საფუძველის ძებნას ერთგვარ პლებისციტში, შესაძლოა ეს თემა განხილულ იქნეს. თუმცა, რა საკვირველია, ეს თემა საკმაოდ სუსტია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საპარლამენტო მუშაობის პირობებში.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე ასეთი არ ვიცი. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები არიან ქვეყნის ისტორიული ტერიტორიის საკითხზე საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში“,- განცხადა ვოლსკიმ.