გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ინსინუაციები უადგილოა
გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ინსინუაციები უადგილოა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინოვაციები უადგილოა.

„მინდა, ოკუპირებულ ცხინვალს ხმა მივაწვდინო. ბევრს ვიცნობ, ბევრთან ერთად მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ, მეგობრული ურთიერთობა არავისთან მაკავშირებს, მაგრამ გარკვეული ტრადიციის გარშემო არის გაერთიანებული კავკასიური ერები და ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის ოსები, ქართველები, აფხაზები და სხვები. გარკვეული ღირსება არსებობს, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერი დაპირისპირების დროს უნდა შეინარჩუნოს. ვაჟა გაფრინდაშვილი ნებისმიერი დაპირისპირების პერიოდში თუ მონაწილეობდა, როგორც ექიმი, დამერწმუნეთ, მზად იყო და იქნება, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერს. ეს არის მისი ფიცი, არის ვაჟკაცი და ღირსებით სავსე ადამიანი. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები არის უადგილო და არასწორი“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, 9 ნოემბერს დააკავეს.

მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დატოვე კომენტარი