გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის მიმართავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სია ჩვენთვის საინტერესო არ არის
გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის მიმართავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სია ჩვენთვის საინტერესო არ არის

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის რომ ვერ მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის, აღნიშნულ სიაში ვის ჩაწერენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ქართულ მხარეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ეთნიკური ნიშნით არ გაუკეთებია.

„საქართველოს მოქალაქეა ოსიც, აფხაზიც და ქართველიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და, რომელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ერთმა ეთნიკურმა ჯგუფის მიერ მეორის მიმართ. ამ კონტექსტში თუ რამე ინფორმაცია და პათოსით იქნება მოწოდებული, უნდა განვიხილოთ. რა მოყვება ამას, მეორე საკითხია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ტატუნაშვილის საქმეს, დეპუტატის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ძალიან სერიოზულად განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. სანაკოევის სიის შექმნას გეგმავს.

დატოვე კომენტარი