გია ვოლსკი - სანქციებს საფუძველი უნდა გააჩნდეს, ეს საფუძველი არ არსებობს
გია ვოლსკი - სანქციებს საფუძველი უნდა გააჩნდეს, ეს საფუძველი არ არსებობს

პოლიტიკური ზომები არ ნიშნავს თანამდებობის დატოვებას. ის, რაც შეუსაბამო და შეუსატყვისია ევროკავშირის ქვეყნებისთვის, არის ძალადობის ის მასშტაბი და შედეგები, რაც დადგა თუნდაც ჟურნალისტებზე თავდასხმით, მაგრამ არც აქცია, კონტრაქცია და არც შეხლა-შემოხლა განვითარებული დემოკრატიისთვის ახალი ამბავი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მთავრობისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ გაანალიზებაა საჭირო, როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ და ადეკვატურია თუ არა ის ზომები, რომელიც გატარებულია დამნაშავეთა მიმართ. ამ თემებზე ჩვენი პოზიციები ერთიანია. უფრო მეტს ვიტყოდი, არათუ შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან, არამედ იმ ხასიათთან, რაც ქვეყანას გააჩნია, ძალადობის ის ფორმა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს და ეს აღარ უნდა განმეორდეს. მკაცრად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სტანდარტები და პატივისცემა უნდა იყოს ყველას მხრიდან, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ესა თუ ის ადამიანი, თუნდაც, რელიგიური კონფესიების მხრიდან. ჩვენი მომავალი არ დევს ძალადობაში, ჩვენი მომავალია დემოკრატიაში. სანქციებს საფუძველი უნდა გააჩნდეს, ეს საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი