გია ვოლსკი - სამწუხაროა, არასამთავრობოებმა გეზი აიღეს და კონკრეტული პარტიის პლატფოტმაზე დადგნენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურებზე შეტევა იქედან განახორციელონ
გია ვოლსკი - სამწუხაროა, არასამთავრობოებმა გეზი აიღეს და კონკრეტული პარტიის პლატფოტმაზე დადგნენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურებზე შეტევა იქედან განახორციელონ

ძალიან სამწუხაროა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გეზი აიღეს და კონკრეტული პარტიის პლატფოტმაზე დადგნენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურებზე შეტევა იქედან განახორციელონ. დარღვევები და გადაცდომები ხდება და არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა ამას დასაბუთება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაიმე ზეწოლით შეცდომაში იყოს შეყვანილი და თავის პოლიტიკური პოზიცია შეცვალოს.

„არ არსებობს მედია, რომელიც შეზღუდულია თავის შეფასებებში, განსხვავებით იმ პერიოდისგან, რომელსაც ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებოდნენ. ეს არის რეალობა. როგორ შეიძლება, ადამიანზე ზეწოლა ხდებოდეს და ვინმემ ხელი შეახოს, თუ ის ამაზე განცხადებას გააკეთებს. რად უნდა ჩასაფრებული ლაპარაკი იმას, რომ სადღაც რაღაც ხდება და კონკრეტული ამის დამადასტურებელი მაგალითები არ მოიყვანო. ეს არის მავნებლობის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია, როცა წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები.