გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეებს ვხედავთ, ჩვენი მხრიდან გარანტია არსებობს, თუმცა ვინც არ დაუჭერს მხარს, პოლიტიკური ფასიც მათ უნდა გადაიხადონ
გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეებს ვხედავთ, ჩვენი მხრიდან გარანტია არსებობს, თუმცა ვინც არ დაუჭერს მხარს, პოლიტიკური ფასიც მათ უნდა გადაიხადონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 100-პროცენტიანი გარანტიით ვერავინ იტყვის, რომ საკონტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არ არსებობს.

მისი თქმით, თავად მმართველი გუნდი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა ვერ ისაუბრებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეებს ვხედავთ და ამის თაობაზე გუშინ ჩემმა კოლეგებმაც ილაპარაკეს. გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ის ყველაფერი 100 პროცენტით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს. რა საკვირველია, ჩვენი მხრიდან გარანტია არსებობს. თავისუფალ, დამოუკიდებელ ან ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მათი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ გარანტია იქნება მაშინ, როცა მთლიანად შეიკრიბება პარლამენტი და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ პროცესში ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, მათ უნდა გაიზიარონ სრული პასუხისმგებლობა და ამისთვის პოლიტიკური ფასი გადაიხადონ“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ