გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არსებობს, ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა იქნება იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ
გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არსებობს, ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა იქნება იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იმ პირობებში, როცა კენჭისყრაში ყველა პარტია არ მონაწილეობს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე რეალურია.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს ყველა პარტია, რასაკვირველია, ჩავარდნის საფრთხე არსებობს. ხმების რაოდენობაში ეს მინიმალური უპირატესობა ყოველთვის საფრთხილოა და 100-პროცენტიან გარანტიას ვერავინ დადებს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება იმ ფრაქციებზე, იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რასაკვირველია, კომუნიკაცია გვაქვს სხვა დეპუტატებთანაც. მათი განცხადებები მოვისმინეთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გაცხადებულ პოზიციას არ შეიცვლიან, მაგრამ როდესაც 2-3 ხმაზეა საუბარი, 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს. არავინ  იცის, რა შეიძლება მოხდეს. როდესაც გადაწყვეტილება 2-3 ხმით არის მისაღები, ვინ იქნება ის ერთი-ორი ადამიანი, ვინც გადამწყვეტ ხმას მისცემს, საკითხის ასეთი საფრთხის ქვეშ დაყენება მავნებლობაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.