გია ვოლსკი - სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია პურის მწარმოებელთა განცხადება და შესაბამისი ბერკეტიც გამოიყენოს
გია ვოლსკი - სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია პურის მწარმოებელთა განცხადება და შესაბამისი ბერკეტიც გამოიყენოს

პურის ფასის საკითხი სახელმწიფოს დასარეგულირებელი სფერო არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განკარგულება გასცა, რომ ვითარება დეტალურად იყოს შესწავლილი.

„როგორც ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, ეს გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდით. რამდენად რეალურია პურის მწარმოებელთა ეს განცხადება, სახელმწიფომ უნდა შეაფასოს და შესაბამისი ბერკეტიც გამოიყენოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

კომპანია „იფქლმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ „იფქლის“ დასახელების პური 10 თეთრით ძვირდება.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამის ორგანოებს მიმართა, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.