გია ვოლსკი - „სახალხო პარტიის“, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პარტიის დამოკიდებულება საქართველოში პროპორციულის ჩაგდების საკითხზე მათი პოლიტიკური პოზიციის შედეგია
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „სახალხო პარტიის“, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პარტიის დამოკიდებულება საქართველოში პროპორციულის ჩაგდების საკითხზე მათი პოლიტიკური პოზიციის შედეგია. ამ განცხადებით მან რამდენიმე ევროპარლამენტარის კრიტიკას უპასუხა.
„ძირითადი კრიტიკა იყო პროპორციულის ჩაგდებაზე. მე მგონია, რომ ეს „სახალხო პარტიის“, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პარტიის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ფორმირდება მათი პოლიტიკური პოზიციის გამო. რეალურად, სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ძალიან ნათელ სურათს დავინახავთ. პროპორციული არჩევნები, როგორც გარანტია სტაბილურობის, ჩვენ შევთავაზეთ 2024 წელს და შემდეგ 24 ივნისს. თუმცა, რეალურად, სურათი ისეთი მივიღეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სერიოზულ სტრესს და დესტაბილიზაციას. საკითხის სიღრმეში უნდა ჩავიხედოთ და არა ნიშნის მოგებით ვესაუბროთ ერთმანეთს, რომელმა ევროპარლამენტარმა გააკრიტიკა თუ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას ამასთან დაკავშირებით.
საკითხი ხალხმა უმდა შეისწავლოს და დასკვნა აქედან უნდა გააკეთოს. შეუძლია, დაპირისპირების ამ ხარისხით მოარსებე პოლიტიკურ პარტიებს შექმნან და აიღონ კოალიციური პასუხისმგებლობა. ჩემი პასუხია, რომ არ შეუძლიათ და ეს ქვეყანა დესტაბილიზაციას უქადის. ისრაელში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. გუშინ დილით საკმაოდ მაღალი დინის ექსპერტებთან შეხვედრა მქონდა. ფაქტობრივად, თუკი მესამე არჩევნები ჩაიშალა და კოალიცია ვერ შედგა, შეიძლება მეოთხე არჩევნებზე საზოგადოების სკეპტიციზმი ძალიან მაღალ ნიშნულამდე მივიდეს, რასაც საქართველო ვერ გადაიტანს და ისრაელს თავისი ეკონომიკური რესურსიც აქვს ამის შესაძლებელი“, – აცხადებს გია ვოლსკი.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ მყარია.
„ეს არ არის მხოლოდ ერთპარტიული „ქართული ოცნების“ პოზიცია. ეს არის რეალურად ჩვენი დამოკიდებულება პრობლემებისადმი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად იზიარებს. შეიძლება, ხვალ ამით პრობლემა არ გადაწყდეს, მაგრამ რეალურად, ეს პროცესი და ეს პერმანენტული ბრძოლა ასეთი მეთოდით და ასეთი მიმართულებით უნდა ხორციელდებოდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა.