გია ვოლსკი - სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი მოთხოვნაა ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ თავდადება და არა პოლიტიკურ პლატფორმებზე ხტუნაობა
გია ვოლსკი - სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი მოთხოვნაა ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ თავდადება და არა პოლიტიკურ პლატფორმებზე ხტუნაობა

ვისი წამოყენებულიც არ უნდა იყოს კანდიდატურა არაფერს ნიშნავს იქამდე, სანამ მათ არ შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა

ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატს სამი მთავარი კრიტერიუმით აირჩევენ.

„ვისი წამოყენებულიც არ უნდა იყოს კანდიდატურა არაფერს არ ნიშნავს იქამდე, სანამ ჩვენ არ გვექნება მათთან შეხვედრა და საზოგადოება არ მიიღებს სრულ ინფორმაციას, რაზე იქნება დამყარებული ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება. მთავარი მოთხოვნა ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი და თავდადებაა იმ საქმის მიმართ,  რასაც ჰქვია სახალხო დამცველობა და არა პოლიტიკურ პლატფორმებზე ხტუნაობა აქეთ-იქით, რაც სამწუხარო ფაქტად მოგვევლინა წინა დროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.