გია ვოლსკი - საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში შედის და არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს
გია ვოლსკი - საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში შედის და არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს

საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში შედის და არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს,  თუ რა მოტივით მოხდა ასე, ეს გამოძიების კომპეტენციაა და ალბათ, პასუხები მალე გვეცოდინება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის საქმის დოკუმენტები უცხოელ ექსპერტებს შეასწავლინეს.

დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს მოღალატეობრივი ნაბიჯები იყო გადადგმული.

„კომპეტენტური ექსპერტები ყოველთვის დაადასტურებენ იმას, რომ რუკა არსებობს, სადაც აშკარაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია. არსებობს ისტორია და ადამიანების დიდი ჯგუფი, მათ შორის პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორია არაფრად არ უნდა უღირდეს და ჩვეულებრივად უნდა დათმოს, თუნდაც, ისტორიული იყოს და ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები საუბრობდნენ. ეს არის რეალური სურათი და მოცემულობა, რომლის გადასაფარად იმართება აქცია – „დააპიპინე“. საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ იმას, რომ რელევანტური რუკები არსებობდა და ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა იმისათვის, რომ თავისი სიმართლე დაეცვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.