გია ვოლსკი - სადამკვირვებლო მისიების შენიშვნები დეტალურად უნდა იყოს განხილული
გია ვოლსკი - სადამკვირვებლო მისიების შენიშვნები დეტალურად უნდა იყოს განხილული

არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიების შენიშვნები დეტალურად უნდა იყოს განხილული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სადამკვირვებლო მისიების ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ზოგი შენიშვნა სავარაუდო დარღვევის შესახებ მიუღებელია.

„ზოგი შენიშვნა სავარაუდო დარღვევაზე მიუღებელია, მაგალითად, რომ ვიღაც გამოვიდა ქუჩაში და ცალ ხელში „ქართული ოცნების“ დროშა ეჭირა, მეორე ხელით იარაღს ისროდა ჰაერში ან მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს მრავალშვილიან ოჯახში და ა.შ. თითქოს, არის მინიშნებები, რომ შესაძლოა, ეს შენიშვნა „ქართულ ოცნების“ მხარეს იყოს, რაც მიუღებელია და ბევრი სხვა რამ. არ დაგვავიწყდეს, რომ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რამდენიმეში მართლაც გამოვლინდა დარღვევები. ამ დარღვევებს აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო გარემო, რომელიც იმ სტანდარტის არის, რაც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს ანუ საქართველოს ეკადრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მისი შეფასებით, არჩევნების პროცესი გაცილებით მშვიდი იყო, ვიდრე სხვები მოელოდნენ და ვიდრე „ნაციონალური მოძრაობას“ ამის სურვილი ჰქონდა.