გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის მოდელი უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიის შექმნას 
გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის მოდელი უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიის შექმნას 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის მიმართ შეთავაზებული მოდელი იმას უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია შეიქმნას.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის თაობაზე ქართული დელეგაცია გაცილებით უფრო ფართო ინფორმაციას გაახმოვანებს.

„საქართველოზე რეზოლუციაში ბევრი პოზიტიური შეფასებაა. რასაკვირველია, პარტიებს შორის შეთანხმება ყველას აინტერესებს. საზოგადოებაც მოგვიწოდებს, რომ შევთანხმდეთ, თუმცა ჯერ პოზიციები პრინციპულად განსხვავებულია, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი იმიტომ არის, რომ იქნებ, პოზიციები დაახლოვდეს კიდეც. სჯობს, პოლიტიკური გუნდები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს და ქვეყნის წინსვლა გაგრძელდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.