გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე დიალოგის მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, ყველამ დაინახოს, ვის რა შეთავაზება აქვს 
გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე დიალოგის მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, ყველამ დაინახოს, ვის რა შეთავაზება აქვს 

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, რადგან საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა და ორგანიზაციებმა დაინახონ, ვის რა შეთავაზება აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციისთვის არც ერთი ვარიანტი არ არის მისაღები.

„ვფიქრობ, პროპორციული არჩევნების სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების საქციელი, დამოკიდებულება საკითხების მიმართ იქნებოდა სხვანაირი იქნებოდა. რასაც დღესდღეობით ვუყურებთ, ეს არის საბოტაჟი, რომელსაც მათი აზრით, გაცილებით უფრო მეტი დაძაბულობა უნდა მოყვეს, ვინაიდან არჩევნებით ისინი ვერ გაიმარჯვებენ. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, რადგან სულ მცირე საზოგადოებამაც, საერთაშორისო პარტნიორებმაც და ორგანიზაციებმაც უნდა დაინახონ, რეალურად ვის რა შეთავაზება აქვს, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.