გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით

მიხეილ სააკაშვილს აქვს პირადი ამბიცია და უნდა, პირად ამბიციებს გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით წესი არ არსებობს.

„ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს ვუყურებთ. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, ვისაც მისი სჯერა, მის პოლიტიკურ გუნდში არიან გაერთიანებული და ფაქტობრივად, ყოველდღე ხელს აწერენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს შეუქმნა. სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ხაზს უსვამს ინტენსიურად იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მისთვის არ წარმოადგენს რამე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია, უნდა, გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს ამ ამბიციებს და განმეორებით ხელი მოაწერინოს იმ სისხლიან დანაშაულებზე, რაც საქართველოში ჩაიდინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.