გია ვოლსკი - სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირებაზე განცხადებას, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა
გია ვოლსკი - სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირებაზე განცხადებას, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა

სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება განცხადებას არეულობის, ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირების თაობაზე, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა, გია ვოლსკიმ.

„ჩემთვის კითხვის ნიშნები მას შემდგ მოიხსნა, რაც სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება იმ განცხადებას, არეულობის, ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირების თაობაზე, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა და ხელგამოწვდილი ვერ დაელოდება იმას, თუ რას იტყვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი.

ეს პირდაპირი მოწოდება პირველად არ გაისმის და სწორედ აქედან გამომდინარე, მე პირადად და ძალიან დიდ ნაწილს, ვფიქრობ აქვს ეჭვი, რომ სწორედაც ეს არის გეგმა, რადგან იციან, რომ სანდრა რულოვსი  გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენს ქალაქის მერობისთვის მოწოდებულ ან ორიენტირებულ ადამიანს.

ეს უნდა გახდეს სიმბოლო სააკაშვილისთვის, რომელიც ხალხს დაპირისპირებისკენ წაიყვანს. რასაკვირველია, ამ ყველაფერს გამოძიება პასუხს გასცემს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.