გია ვოლსკი - სააკაშვილის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია თითქოსდა პოლიტიკური დევნისთვის, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, რევოლუციური პროცესების გეგმაზე გადავიდნენ
გია ვოლსკი - სააკაშვილის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია თითქოსდა პოლიტიკური დევნისთვის, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, რევოლუციური პროცესების გეგმაზე გადავიდნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და სააკაშვილმა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რომ ვერ მიიქცია, გადავიდა სხვა გეგმაზე, რომელიც რევოლუციური პროცესების განვითარებას გულისხმობდა.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექციათ მისი დანაშაულებებისთვის, როგორც თითქოს, პოლიტიკური დევნისთვის, თუმცა რეალურად, ეს საქმეები პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის.

როცა ეს თემა ვერ განვითარდა, გეგმა ბე-ზე გადავიდნენ, რომელიც რევოლუციური პროცესების განვითარებას გულისხმობდა. მათი მიზანია, არჩევნებს არანაირი წინაპირობა არ ჰქონდეს, ხალხი შეიკრიბოს, დაიძრას და საპატიმროდან მისი გამოხსნა მოხდეს. ეს არის იდეა, ვინაიდან არჩევნების თემას „ნაცმოძრაობა“ არასდროს იზიარებდა და ახლაც არ იზიარებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.