გია ვოლსკი - სააკაშვილის ექსტრადირება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს
გია ვოლსკი - სააკაშვილის ექსტრადირება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა განხორციელდეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ხშირად საუბარია იმის თაობაზე, სააკაშვილის ექსტრადირება რომელ პოლიტიკურ გუნდს აწყობს და რომელს – არა.

„ამის გარშემოა გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი მაშინ, როდესაც სამართლის ნორმები და მართლმსაჯულება არსებობს, რომელიც ბრალდებულის გარკვეულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ექსტრადირება ამის შემადგენელი ნაწილია. პირადად მე და პოლიტიკური ჯგუფი რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ, ეს ექსტრადირება უნდა განხორციელდეს და ეს კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და არა – ემოციის მიხედვით“,  – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი