გია ვოლსკი - სააკაშვილი, სანიკიძე და გელბახიანი ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს უცნაურად მომეჩვენა
გია ვოლსკი - სააკაშვილი, სანიკიძე და გელბახიანი ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს უცნაურად მომეჩვენა

გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ, ამას საზოგადოება აფასებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვალერი გელბახიანისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მას აღნიშნული შეხვედრა უცნაურად მოეჩვენა.

„რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ადამიანს ვერ უკარნახებ, როგორ იცხოვროს. გუბაზსაც და ვალერისაც თავისი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. ამას საზოგადოება აფასებს. შეგვიძლია, ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მაგრამ ბოლოს თავის პასუხს მაინც ხალხი იტყვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა.